სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

ფართობი: 6000 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)*
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
ფართობი: 6000 m2

მდებარეობა: ქ.თბილისი, კრწანისის რაიონი, ნოქალაქევის ქ.

სახმელეთო ტრანპორტის სააგენტოს დაკვეთით იგეგმება ახალი ოფისის მშენებლობა და სასწავლო პოლიგონის მოწყობა. შენობაში განლაგდება სამუშაო და საგამოცდო სივრცეები. მიწის ნაკვეთი 6000მ2-ია და სწორ რელიეფს მოიცავს. სააგენტოს ძირითად შენობასთან ერთად გათვალისწინებულია დამხმარე ნაგებობების მშენებლობაც: დაცვის ოფისი, დიზელ-გენერატორის განსათავსებელი სივრცე, ტექნიკური ოთახი, ავტოსადგომი, რომელსაც შეთავსებული ექნება ავტოსამრეცხაოს ფუნქცია. სააგენტოს შენობა სამ სართულიანია და არასტანდარტული, მოგრძო ფორმით ხასიათდება. ფასადი, ძირითადად, მოწყობილია ენერგოეფექტური ვიტრაჟული სისტემით, ხოლო დანარჩენი ნაწილის მოპირკეთება ხდება ვენტილირებადი (HPL) პანელებით. ასევე გათვალისწინებულია პერფორირებული ლითონის ბადის დეკორის მოწყობა.  ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით ფასადის ბლოკით ნაშენებ ნაწილზე მოეწყობა 5სმ ქვაბამბა. საპროექტო დავალების შესაბამისად შენობაში განთავსდება სხვადასხვა დანიშნულების ფართები: მიწისპირა სართული - საგამოცდო სივრცე, თბილისის რეგიონალური განყოფილება, საკვალიფიკაციო ცენტრი, სასადილო; მეორე სართული - გადაზიდვის მონიტორინგის სამსახური, სავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საქმის წარმოების სამსახური, ავტოსადგურის მონიტორინგის სამსახური, გზების ინსპექტირების დეპარტამენტი, ანალიტიკური სამსახური, საკონფერენციო დარბაზი, საკვალიფიკაციო ცენტრი, მონიტორინგის დეპარტამენტი, იურიდიული სამსახური, საფინანსო, შიდა კონტროლის სამსახური, ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და ა.შ. მესამე სართულზე - გათვალისწინებულია ადმინისტრაცია, საფინანსო და შესყიდვების სამსახური და ა.შ. მთავარ შესასვლელში განთავსებულია ატრიუმის სივრცე. შენობა მთლიანად შეესაბამება 41-ე დადგენილების მოთხოვნებს. შენობის სართულებზე გადაადგილება ხდება  შშმ პირთათვის ადაპტირებული ორი ლიფტით.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია