თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი

ავტორი: დავით ვარვარიძე
ფართობი: 7000 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)*
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი
ავტორი: დავით ვარვარიძე
ფართობი: 7000 m2

მდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ. 1/3

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის 1/3 ნომერში, აღმოსავლეთით ესაზღვრება ვარაზის ხევი, ხოლო სამხრეთით ჭავჭავაძის გამზირი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები. ჩრდილოეთით და დასავლეთით კი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებია განთავსებული. არქიტექტურული პროექტის შედგენისას ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული ტერიტორიის რელიეფთან ახალი შენობის შერწყმა იყო. ტერიტორიას დამახასიათებელი რელიეფი აქვს, რაც მას უფრო საინტერესოს ხდის. ლანდშაფტის შესწავლით დადგინდა, რომ ხეების ძირითადი ნაწილის გადარგვა შესაძლებელია, რამაც მეტი თავისუფლება მოგვცა შენობის ტერიტორიის ათვისებისა და შენობის განვითარების თვალსაზრისით. ახალი შენობის განთავსება დახრილ რელიეფზე გადაწყდა, რათა მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა არსებული შენობები, ხედები და ბუნებრივი განათება. ამასთან გაჩნდა შენობის სიმაღლეში განვითარების შესაძლებლობა, რითაც შიდა სივრცეებში ინსოლაცია და ხედები თანაბრად გადანაწილდა. ვიზუალურად კლდოვან ნაწილთან შერწყმისა და მსუბუქი, ჰაეროვანი გადასვლისთვის ფასადზე შევქმენით კლდოვანი ქვების იმიტაცია ამოჭრილი ფორმების სახით. შენობის ძირითადი ნაწილი ვიტრაჟულია და გარს აკრავს მსუბუქი ალუმინის კონსტრუქციით შექმნილი პლასტიკური ფორმები, რომელიც ვენტილირებადი პანელებით არის შეფუთული. რადგანაც უნივერსიტეტის ძველი და ახალი შენობები ერთ არქიტექტურულ ანსამბლში უნდა მოგვექცია, შევარჩიეთ სამი ძირითადი ფერი, რომელიც იმეორებს პირველი და მეორე კორპუსების ფერთა გამას. შენობის საზაფხულო-სარეკრეაციო სივრცეში განთავსებულია კაფეტერია, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ქალაქზე. შენობაში მოეწყო 80 და 15 სტუდენტზე გათვლილი ხუთ-ხუთი აუდიტორია. რელიეფიდან გამომდინარე შიდა ეზო ტერასულია და მის სხვადასხვა დონეზე მოხვედრა ნებისმიერი სართულიდან არის შესაძლებელი. შენობას აქვს 14 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია