სტუდენტური პროექტი*
ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქციის გეგმა
ფართობი: 4400 m2
მდებარეობა: საქართველო ჭიათურა
პროექტი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში. პროექტი მოიაზრებს ერთმანეთში გაერთიანებულ საბაგიროსა და მუზეუმს. ჭიათურის მუზეუმი მინდოდა მაგალითი ყოფილიყო, თუ როგორ შეიძლება ქალაქის ურბანულ სივრცეში საბაგირო სადგურებთან ერთად, ინტეგრირდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიც იქნება მაგ: ბაზარი, ფაბრიკა, კინოთეატრი და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, რომლებიც ნებისმიერი ქალაქის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისთვის არის საჭირო.