სტუდენტური პროექტი*
მრავალსართულიანი ავტოსადგომი
მდებარეობა: თბილისი, დეზერტირების ბაზრობა
ობიექტი წარმოადგენს მრავალსართულიან ავტოსადგომს, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ. პროექტის მიზანია არსებული პარკირების პრობლემის შემცირება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა. ავტოსადგომი გათვლილია დაახლოებით 686 ავტომობილზე და შედგება ორი ერთმანეთთან დაკავშირებული შენობისგან. შენობები ერთმანეთთან დაკავშირებულია გადახურული ხიდით. კომპლექსი აერთიანებს პარკირების, კომერციულ და ავტოსერვისის ფუნქციებს. პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა ეფუძნება თანამედროვე, ფუნქციურ და ვიზუალურად გამორჩეულ დიზაინს.












