|
საზოგადოებრივი აზრი |
მდებარეობა: თბილისი. ჭავჭავაძის გამზირი N60
ცათამბჯენის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ვაკეში, აბულაძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის. ტერიტორია უმნიშვნელოდ ქანობიანია. მასზე ამჟამად დგას 4 განსაკუთრებულად შეუხედავი იერსახის მქონე საცხოვრებელი ბლოკი, რომელთაც გასული აქვთ ექსპლუატაციის ვადა. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული ბლოკების დემონტაჟს და მის ადგილას ცათამბჯენისა და შესაბამისი რეკრეაციის პროექტირებას. პროექტში ინტეგრირებულია კომერციული, კაფე-რესტორანი და საცხოვრებელი ფართები. პირველი სამი სართული სავაჭრო ცენტრს ეკუთვნის, მეოთხე სართულზე განლაგებულია საზოგადოებრივი კვების ობიექტები, აღნიშნულ ფართებს ტერასაზე დამოუკიდებელი გამოსასვლელები აქვთ. მაღლივი შენობის ყველა სართულზე განლაგებულია სამი სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი ბინები. ბოლო სართულზე მოწყობილია პენტჰაუსი, საიდანაც მთელი თბილისის საუკეთესო ხედები იშლება. ექვს დონიანი მიწისქვეშა პარკინგი უზრუნველყოფს საკმარის სამანქანო ადგილს, როგორც სავაჭრო ცენტრის სტუმრებისთვის, ასევე მაცხოვრებელთათვის














