Location: ს. დიდი ლილო
პროექტი წარმოადგენს დიდ ლილოში, 80 ჰექტარზე არსებული ღია ნაგავსაყრელის ტრანსფორმაციას და მის გარდაქმნას მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ სივრცედ. ტერიტორიის მთავარი ელემენტია ნარჩენების გადამამუშავებელი Waste to Energy ქარხანა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მუნიციპალური მყარი ნარჩენების მიღება, დამუშავება და მათი ელექტროენერგიად და თბურ ენერგიად გარდაქმნა. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია საწარმოო სივრცე, სადაც სხვადასხვა ტიპის ნარჩენი, როგორიცაა: ხე, მინა, პლასტმასი და სამშენებლო მასალები, გადამუშავდება და ხელახალი გამოყენებისთვის მომზადდება. ასევე მუზეუმი რომლის ფორმაც შთაგონებულია არსებული ორ ნაგვის გორაკს შორის წარმოქმნილი სივრცით, რის გამოც შენობა ბუნებრივ რელიეფს იმეორებს. კომპლექსს ასევე აერთიანებს საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული და დიდი საჯარო რეკრეაციული ზონები. პროექტის მთავარი იდეაა, ნაგავსაყრელი გარდაიქმნას ისეთ გარემოდ, სადაც ინდუსტრიული ფუნქცია, ბუნება და საზოგადოებრივი ცხოვრება ერთიან სივრცედ იკვეთება. ეს არის ადგილი, სადაც ნარჩენი აღარ წარმოადგენს საბოლოო წერტილს.














