მდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა
დამკვეთი - არქის სატუმროების მენეჯმენტის კომპანია Ibis Tbilisi City მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, საქართველოს დედაქალაქში. ის უზრუნველყოფს მარტივ წვდომას კულტურული ძეგლების, სავაჭრო არეალებისა და ბიზნეს უბნებისკენ, რაც ამ ადგილს იდეალურ არჩევანს ხდის როგორც ბიზნეს, ისე დასასვენებლად მომსვლელ სტუმრებისთვის. არქიტექტურული დიზაინი მიზნად ისახავს სივრცის მაქსიმალურად გამოყენებას და მინიმალისტური ესთეტიკის შენარჩუნებას. სასტუმროს გამორჩეული, თანამედროვე ფასადი ხაზგასმულია სუფთა ხაზებითა და სადა ფერთა პალიტრით, რაც იდეალურად შეერწყმის გარშემომყოფ ურბანულ გარემოს. შიდა განლაგებაში უპირატესობა ენიჭება ფუნქციურობასა და კომფორტს, სადაც გახსნილი და კარგად განათებული სივრცეები ქმნის განტვირთვისა და კომფორტისღვის იდეალურ ატმოსფეროს. ოთახები არის ეფექტურად მოწყობილი, ჭკვიანი სისტემებითა და თანამედროვე ავეჯით, რომლებიც ემსახურება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ვიზიტორთა საჭიროებებს. დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადობაა, პროექტში ენერგოეფექტური სისტემები და ეკოლოგიურად სუფთა მასალებია გამოყენებული. სასტუმროს საჯარო სივრცეები, როგორიცაა ლობი და სასადილო ზონები, შექმნილია კომფორტისა და მოქნილობისთვის, რომ სტუმრებს ჰქომდეთ კომფორტული ადგილები სოციალური ურთიერთობებისათვის, მუშაობისთვის ან დასასვენებლად.