გოგირდის აბანო

ფართობი: 130 m2
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)*
გოგირდის აბანო
ფართობი: 130 m2

მდებარეობა: აბანოთუბანი

გულოს აბანო მდებარეობს თბილისში, აბანოთუბნის ისტორიულ ხეობაში, ის ქართული სპა კულტურის გამოხატული საგანძურია. თავისი გუმბათოვანი სახურავებითა და ტრადიციული არქიტექტურით ის ასახავს ქალაქის გოგირდის აბანოების მდიდარ მემკვიდრეობას. სივრცის ინტერიერზე მუშაობა საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლო გამოწვევა იყო, რადგან 90-იან წლებში გაკეთებული განახლება არ შეესაბამებოდა ნეგებობას და მის ისტორიულ კონტექტს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ძველი იერსახის შენარჩუნება, რომელსაც აგურის გუმბათოვანი ჭერი და თაღები გამოხატავენ. მოგეხსენებათ თბილისში გოგირდის აბანოს შენარჩუნება აღმოსავლური კულტურის გავლენის ნაწილი იყო, რის გამოც გადავწყვიტეთ აგურის გუმბათებთან კომბინაციაში სივრცეში შემოგვეტანა აღმოსავლური მოზაიკა. ამ კომბინაციას ემატება თეთრი მარმარილოს ფაქტურები, რომელიც ბერძნულ-რომაულ სტილთან გვიჩენს ასოციაციას. ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის საინტერესო და ამავდროულად ჰარმონიულ, ეკლექტიკურ გარემოს, რომელიც იდეალურად ერწყმის ქალაქის მრავალფეროვან ესთეტიკას.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია