ღვინის ქარხანა-

ფართობი: 2500 m2
საუკეთესო საზოგადოებრივი შენობის სტუდენტური პროექტი
ღვინის ქარხანა-
ფართობი: 2500 m2

მდებარეობა: კახეთი

ღვინის ქარხანა „საფერავი“ წარმოადგენს თანამედროვე მეღვინეობისა და ტრადიციული კულტურის სინთეზს, რომელიც ორი ძირითადი ფუნქციური სივრცის – დემონსტრაციისა და ღვინის დაძველების ზონის – ერთობლიობით ქმნის კომპლექსურ გარემოს. ქარხნის არქიტექტურულ-ინტერიერული გადაწყვეტა მიზნად ისახავს მნახველისთვის როგორც ვიზუალური, ისე კულტურული გამოცდილების შეთავაზებას. დემონსტრაციის სივრცე ემსახურება ქართული მეღვინეობის წარმოჩენას, ხაზგასმით კახეთის რეგიონის მემკვიდრეობაზე, სადაც ყურძნისა და ღვინის გზას ვიზუალიზებული ინფორმაცია ასახავს. დაძველების სივრცე განსახიერებულია ,როგორც ტექნოლოგიურად მოწინავე და ესთეტიკურად ჰარმონიული გარემო, სადაც ღვინო ხის კასრებში მწიფდება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ორგანოლეპტიკურ თვისებებს. ქარხნის კონცეფცია ეფუძნება რეგიონის იდენტობის, ღვინის კულტურისა და სივრცის დიზაინის ერთიანობას, რაც მას უნიკალურ ტურისტულ და სამეწარმეო ობიექტად აქცევს

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია