საზოგადოებრივი ცენტრი მესტიაში

ავტორი: თამარ შავაძე, სალომე ჩილინგარაშვილი
ფართობი: 10500 m2
საუკეთესო საზოგადოებრივი შენობის სტუდენტური პროექტი
საზოგადოებრივი ცენტრი მესტიაში
ავტორი: თამარ შავაძე, სალომე ჩილინგარაშვილი
ფართობი: 10500 m2

მდებარეობა: მესტია, თამარ მეფის #5

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩა #5. ტერიტორიას სამხრეთითა და ჩრდილოეთით ესაზღვრება საავტომობილო გზები, მდ. მესტიაჭალა კი მას ორ ნაწილად ჰყოფს. ნაკვეთის ჯამური ფართობი შეადგენს 10 500 კვ.მ-ს. კონცეფციის მიზანია მესტიაში ახალი საზოგადოებრივი ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც დაასაქმებს ადგილობრივებს, დააინტერესებს საზოგადოებას კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობებით. ამ მიზნით ტერიტორიაზე იგეგმება საზოგადოებრივი კომპლექსის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს საგამოფენო, საპერფორმანსე, სამუშაო და სადეგუსტაციე სივრცეებს. საკვლევი ტერიტორიის მდებარეობა და რელიეფი კონცეფციის მიმზიდველ ნაწილად იქცა. დახრილი რელიეფის საშუალებით შენობიდან იშლება პანორამული ხედები. მდინარის შედეგად გაყოფილი ტერიტორია კი დავაკავშირეთ საფეხმავლო ხიდით, რაც ერთგვარი სიმბოლოა ადგილობრივი და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმის. კომპლექსი გათვლილია 150 სტუმარზე. იქიდან გამომდინარე, რომ მესტიაში მსგავსი ტიპის დაწესებულებები არ არსებობს, ჩვენი პროექტი გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, დასაქმებულ ხალხთა რაოდენობას და განათლების დონეს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია