სტუდენტური პროექტი*
აღმაშენებელი კოპლექსი
ფართობი: 20610 m2
მდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 60ა
საპროპექტო ტერიტორია თავდაპირველად განკუთვნილი იყო საავადმყოფოსთვის. კომპლექსი მოიცავს არსებული შენობების გადააზრებას და ახლის ჩაინტეგრირებას. ეს პროექტი წარმოგვიდგენს 2 განახლებულ და 1 ინტეგრირებულ შენობებს. პირველ ნაგებობას, რომელიც უშუალო კონტაქტშია აღმაშენებლის გამზირთან, შეუნარჩუნდა თავისი ორიგინალური გოთიკური ფასადი და მიენიჭა ბარი-სასადილოს ფუნქცია. მეორე ნაგებობას შეეცვალა ფასადი, დაემატა გუმბათის ტიპის ელემენტები და მიენიჭა სასტუმროს ფუნქცია. მესამე ნაგებობა წარმოადგენს თანამედროვე შენობის ინტეგრაციას ამ ორ არსებულ ნაგებობასთან ზიანის გარეშე; მას კომერციულ-საცხოვრებელი დანიშნულება მიენიჭა.