საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
თბილისური ხიბლი, ევროპული ელეგანტურობა
ფართობი: 76 m2
მდებარეობა: ზანდუკელის ქ. თბილისი
სახლი შექმნილია თბილისში მცხოვრები უცხოელი მფლობელისთვის, რომლის სურვილი იყო საცხოვრებელი სივრცე, სადაც თბილისის განსაკუთრებული ხასიათი თანამედროვე ევროპულ ესთეტიკას ბუნებრივად შეერწყმებოდა. მთავარი ამოცანა იყო მყუდრო, მარტივი და ფუნქციური ინტერიერის შექმნა, რომელიც ერთდროულად ადგილობრივ იდენტობას გამოხატავს და თანამედროვე, უნივერსალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.











