თოდუას კლინიკის ახალი რადიოლოგიური ცენტრი

ფართობი: 3000 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)*
თოდუას კლინიკის ახალი რადიოლოგიური ცენტრი
ფართობი: 3000 m2

მდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას ქ. 21

პროექტი წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო არქიტექტურისა და ბიოფილიური დიზაინის ჰარმონიულ სინთეზს - თოდუას კლინიკის ტერიტორიაზე იგეგმება რვასართულიანი (2 მიწისქვეშა და 6 მიწისზედა) მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური ცენტრის მშენებლობა. სივრცე მკაცრად ზონირებულია: მიწისქვეშა დონეებზე ინტეგრირებულია სეისმურად იზოლირებული, ულტრათანამედროვე რადიოლოგიური თერაპიის ბუნკერი და საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ხოლო მიწისზედა დონეები სრულად ეთმობა ექიმების ერგონომიულ კაბინეტებს, მოსაცდელებსა და მე-6 სართულის პერსონალის ღია, მწვანე ტერასას. პროექტის მოცულობით-სივრცითი გადაწყვეტა განპირობებულია არსებული კლინიკის შენობასთან ურთიერთობითა და ნაკვეთის შეზღუდული გეომეტრიით. არქიტექტურული სახე ეფუძნება ფუნქციურ მინიმალიზმს - სამხრეთის შონოლითური ფასადი კონტრასტში მოდის ვიტრაჟულ ფასადებთან, რომლებიც თეთრი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ელემენტების რიტმული ბადით არის ფორმირებული. ბადეში ინტეგრირებული შეკიდული გამწვანება არქიტექტურასა და ბუნებრივ გარემოს შორის ვიზუალურ კავშირს ქმნის. ფასადის კომპოზიცია ტექნოლოგიურ სამედიცინო ფუნქციას უფრო ადამიანურ და ღია არქიტექტურულ სახეს სძენს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია