მრავალფუნქციური კომპლექსი

ავტორი: მარიამ გოგოჩიშვილი
სტუდენტური პროექტი
მრავალფუნქციური კომპლექსი
ავტორი: მარიამ გოგოჩიშვილი

მდებარეობა: ანაკლია

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,შავი ზღვის პირას,მდინარე ენგურის შესართავთან 15 კმ. დაშორებით, ანაკლიაში. ანაკლია საკურორტო ზონას წარმოადგენს,ამჯერად არც ისე კარგად გამოიყურება. ერთი შეხედვით მივიწყებული კურორტი დიდ შესაძლებლობას იძლევა ინვესტიციებისთვის. იგი ნოტიო ჰავით გამოირჩევა, გვხვდება დაფერდებული წმინდა სილის პლაჟი. მთავარი ჩანაფიქრი პროექტირებისას, ზღვისპირეთისა და არქიტექტურის შერწყმა გახლდათ. მუშაობის პროცესში მივედი დასკვნამდე, რომ ინსპირაციად კენჭი ამეღო, რომლის სილუეტიც ზღვის ჰორიზონტიდან მისტიურად, ლამაზად, ლანდშაფტთან თანხვედრილად გამოჩნდებოდა. შევქმენი თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი კვარტალური განაშენიანება, სადაც ოთხი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი განთავსდა.(25 სართული (1) 15 სართული (2) 12 სართული (3) 10 სართული (4)).ბინები მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. ბოლო სართულებზე გვხვდება აუზი, სპორტ-დარბაზი და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები. გვხვდება ერთ ოთახიანი, ორ ოთახიანი, სამ ოთახიანი და ხუთ ოთახიანი ბინები, დიდი აივნებით. ვფიქრობ აივანს და ვიტრაჟებს მთავარი ფუნქციური დატვირთვა გააჩნია პროექტში, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ზღვის ხედს, თავისუფალ საზაფხულო მოსასვენებელ სივრცეებს. გარდა მრავალბინიანი სახლებისა, პროექტში გვხვდება პარკები. საბავშვო და სპორტული ზონებით,შადრევნებით, პავილიონებით,ამფითეატრითა და დიდი სტადიონით. მიკრორაიონი იქნება თვითკმარი, აქ განთავსდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები, სადაც შეგვხვდება მაღაზიები,კინოთეატრი,გასართობი სივრცეები, კაფე-ბარები და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი დაწესებულებები. საპროექტო ტერიტორიაზე გვხვდება 290 მანქანაზე გათვლილი მიწისზედა, ხოლო 120-ზე მიწისქვეშა ავტოსადგომი.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია