სპუტნიკ 1

ავტორი: ნინა ავდალიანი, გვანცა მარგიანი, ვანო გვენცაძე
სტუდენტური პროექტი
სპუტნიკ 1
ავტორი: ნინა ავდალიანი, გვანცა მარგიანი, ვანო გვენცაძე

მდებარეობა: ლუბლიანა, თბილისი

პროექტი ემსახურება ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ბინის ინტერიერის დაპროექტებას. მოცემული ფართი შეიცავს მისაღებ სივრცეს, სამზარეულოს, მასტერ საძინებელს - გარდერობითა და პირადი სველი წერტილით, სამ საძინებელს ბავშვებისთვის, სველ წერტილებს და სამრეცხაო ოთახს. შემუშავებული გეგმარება ითვალისწინებს ერგონომიულ კომფორტს გამოყოფს სტილისთვის დამახასიათებელ ფორმათა, ფერთა და სხვა მკვეთრ აქცენტებს, ფერებითა და განათებით მიღწეულ კონტრასტს პრივატულ არეალებსა და აქცენტირებულ მონაკვეთებს შორის, ავეჯის არასტანდარტურ მოდელებს, განლაგებას და დეკორის მრავალფეროვნებას. პროექტისთვის გამოყენებულია სტილი - სფეის ეიჯი - კოსმოსური ერა, რომელიც დაიწყო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელთანაც კავშირდება სფეის ეიჯის საწყისი, არის 1957 წელს საბჭოთა კავშირის მიერ Sputnik 1-ის გაშვება. ეს იყო მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც დედამიწის გარშემო ბრუნავს 96,17 წუთში. Sputnik 1-ის გაშვებამ წამოიწყო პოლიტიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ახალი ერა, რომელიც ცნობილი გახდა როგორც კოსმოსური ეპოქა, ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით და მიღწევებისთვის რბოლით, ძირითადად შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის. სწრაფი წინსვლა განხორციელდა რაკეტაში, მასალების მეცნიერებაში და იპოვა დამატებითი გამოყენება სხვა სფეროებში, ასევე ინტერიერის დიზაინში. მოცემული მისაღებ სივრცეში ვხვდებით თაღოვანი ღიობებით, რასაც გამოყოფს სფერული ფორმის მქონე დეკორატიული ფუნქციის აკვარიუმი. მისაღები ოთახი გაერთიანებულია სამზარეულოსთან და იკავებს *** კვადრატულ მეტრს. ფერითი კომპოზიციისთვის გამოყენებულია კონტრასტული ურთიერთქმედება - ფონურ ფერთან მკვეთრი წითელი ფერის დომინაცია, ავეჯის, დეკორატიული დეტალებისა და განათების მეშვეობით. ავეჯი და განათება შერჩეულია სტილის სპეციფიკით გათვალისწინებული რკალოვანი, რბილი ფორმებით და მათი ვინტაჟურ-მოდერნისტული ხასიათით. მასტერ საძინებელი ხასიათდება არასტანდარტული პროექტირებით, რაც გულისხმობს ფართის დონებრივ დაყოფას - საძინებელი ზონა განთავსებულია იატაკის ნულოვანი დონიდან მინუს ნიშნულზე. დიზაინერული თვალსაზრისით კი ძირითადად ხაზგასმულია ფერთა რიტმული გადათამაშება განათებითა და დეკორით, რაც კომპოზიციურ ჭრილში ბინის სხვა ფართებს ეხმიანება. მისი სველი წერტილი მასტერ საძინებელის სივრცისგან გამოყოფილია მინაბლოკების ტიხრით, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია შუქ-ჩრდილთა ურთიერთქმედებასა და იკონურ ავეჯზე. საბავშვო საძინებლები გამოირჩევა მყუდრო, თუმცა სახალისო და საინტერესო დიზაინერული დეტალებით. ოთახებში მოსასვენებელი ზონის გარდა აქცენტირებულია გასართობი და სამუშაო ზონები,რომლებშიც ინტეგრირებულია სტილისთვის დამახასიათებელი ვინტაჟური ფუნქციურ-დეკორატიული ავეჯი, კონკრეტული შინაარსის ფორმის მქონე ნეონური განათებები, იატაკისა და კედლების მოპირკეთების გამორჩეული სპეციფიკა და გეგმარებით ჭრილში განლაგების მაქსიმალისტური გადაწყვეტა.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია