მდებარეობა: უკრაინა
გადავწყვიტეთ ჩვენი რეკონსტრუქციის ობიექტად აგვეღო სარკინიგზო სადგურის დაზიანებული შენობა რომელიც მდებარეობს Trostianec, Sumy region. საბედნიეროდ აღნიშნული შენობა არარის იმდენად დაზიანებული როგორც სხვა შენობები უკრაინაში ასევე აღსაღნიშნავია ამ შენობის უნიკალური და საინტერესო არქიტექტურა მისი დომინანტური სამკუთხედით შენობის ცენტრში, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად შევინარჩნეთ შენობის სილუეტი და ასევე დავამატეთ ახალი ინდუსტრიული ელემენტები. უფრო შემსუბუქდა და ხაზი გაესვა შენობის ყველაზე დამახასიათებელ დეტალს. გარდა ამისა, შეიცვალა შენობის ფერი, ექსტერიერი შესრულებულია თეთრი კირქვით ხოლო აქცენტების სახით შემოდის ჟანგი შენობის აივნებზე. გარდა ამისა შენობა გახდა შეძლებისდაგვარად უფრო მეტად მწვანე და ეკოლოგიური, რაც განაპირობა აივნებზე მწვანე გადახურვების მოწყობამ რაც კიდევ უფრო ახალისებს და ვიზუალურადაც მიმზიდველს ხდის შენობას. შენობის დანიშნულებიდან და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე ჩვენი მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად მცირედი ჩარევით და შენობის ფორმის შენარჩუნებით მიგვეღო ისეთი ექსტერიერი რომელიც სადგურში პირველად მოხვედრილი ადგილობრივისთვის თუ ტურისტისთვის შექმნიდა მომნუსხველ და სასიამოვნო პირველად შთაბეჭდილებას




