საზოგადოებრივი ცენტრი კურორტ ლებარდეში

ავტორი: მარიამ გოგოჩიშვილი
სტუდენტური პროექტი
საზოგადოებრივი ცენტრი კურორტ ლებარდეში
ავტორი: მარიამ გოგოჩიშვილი

მდებარეობა: ლებარდე

კურორტი ლებარდე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს. ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი და ზომიერად გრილი ზაფხული.ახალი გენერალური გეგმის თანახმად საპროექტო არეალს ცენტრი არ გააჩნია,აქ მოდის ქარავანი და ყიდის პროდუქციას. ჩემი მიზანი საკურორტო ზონისთვის ცენტრის შექმნა გახლდათ, მინდოდა არაქალაქური,საკურორტო,ბუნებასთან შერწყმული გარემო შემექმნა, ამის მიხედვით გამოვიანგარიშე საშუალო ფართი. განაშენიანებაში უმეტესწილად 10x10 სახლები და კოტეჯები დგას, შესაბამისად არქიტექტურა ამოვარდნილი რომ არ ყოფილიყო საჭირო გახდა მოცულობის ფართების კორექტირება. მოცულობაში ეთნიკური მახასიათებლის ხაზგასასმელად, მეგრული ოდა სახლის პროტოტიპად ხიმინჯებზე შედგმული პლადფორმები შემოვიტანე, რომელიც საინტერესოდ შეერწყა ბუნებას. გარდა ამისა კლიმატის გათვალისწინებით სახურავები დამრეცი, სამკუთხედი ფორმისაა,თითქოს ნაძვის ტოტების მოძრაობას იმეორებს, მისი ფერიც კი მაქსიმალურად ერწყმის გარემოს. საკურორტო ზონაში საჭიროდ მივიჩნიე ცენტრისთვის VIP -კოტეჯების დამატება. მოგეხსენებათ, ლებარდეს გარს მთები აკრავს, საპროექტო ტერიტორიას ესაზღვრება მდინარე ტეხური. მდინარის იქით შესანიშნავი მთიანი რელიეფი გვხვება. წიწვოვანმა ხეებმა და რელიეფმა მთაზე დაკიდული ‘’თეფშებისკენ’’ მიბიძგა (სასტუმრო კოტეჯები) ხოლო ამ თეფშებამდე ჰაერში დაკიდულ, ნაძვის კენწეროებში მიმავალ ესტაკადას მივყავართ. საზოგადოებრივი ცენტრის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იყო პირველადი დანიშნულებისამებრ საჭირო დაწესებულებების შესასვლელებთან განთავსება, რათა ადამიანებს იოლად შეძლებოდათ შესვლა. მაგალითად სუპერმარკეტი შესასვლელშივე გვხვდება, რადგან მანქანებისთვის ადვილად მისადგომია. თვითონ ცენტრში საფეხმავლო გზაა და ტრანსპორტი არ მოძრაობს, ამასთანავე მაღაზიასთან განთავსდა ბანკი, ფოსტა... მეორე შესასვლელში გვხვდება მედ.პუნქტი და პოლიცია. საზოგადოებრივ ცენტრში შემავალი ნაგებობებია: 1.სუპერმარკეტი 167მ2 2. საგამოფენო დარბაზი, ტურისტული ცენტრი 187 მ2 3.კაფე 225 მ2 4.გასართობი ცენტრი, ინტერნეტ კაფე 137 მ2 5.მედ.პუნქტი-აფთიაქი 178მ2 6.პოლიციის შენობა 65 მ2 7.ესთეტიკის ცენტრი 126 მ2 8. ღია პავილიონი 215 მ2 9.ფოსტა,ბანკი. 101 მ2 10. კოტეჯი 154 მ2 11.საფეხმავლო ხიდი 12.ტერასა,გადმოსახედი 13.ავტოსადგომი

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია