მრავალფუნქციური კომპლექსი

ავტორი: ანა კუბეცია, ნინა ავდალიანი, ვანო გვენცაძე
სტუდენტური პროექტი
მრავალფუნქციური კომპლექსი
ავტორი: ანა კუბეცია, ნინა ავდალიანი, ვანო გვენცაძე

მდებარეობა: ფოთი, საქართველო

საპროექტო ტერიტორია, რომელზეც განთავსდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ქ. ფოთში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, კერძოდ, ჩხეიძის ქუჩისა და ნიკოლაძის სანაპიროს კვეთაზე, 9 აპრილის ხეივნის მოპირდაპირედ. ნაკვეთის ფართობი შეადგენს 8996382642 კვ.მ.-ს და ემიჯნება სარეკრეაციო და საცხოვრებელ ზონებს. არეალი ხასიათდება ბრტყელი რელიეფით და არ საჭიროებს დამატებით სამუშაოებს. აღსანიშნავია, ტერიტორიასთან არსებული სარეკრეაციო ზონები - ნიკოლაძის სანაპირო, 9 აპრილის ხეივანი, მდ. რიონი, რომელიც აერაციის კარგი წყაროა მოცემული ტერიტორიისთვის, ჩრდილოეთითა და დასავლეთით განთავსებული საცხოვრებელი ზონები კი მოცემულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ორგანულად წერს უკვე არსებულ მოცემულობაში. მოცემული ლოკაციის საპროექტო არეალის ფორმა ტრაპეციულია, რამაც უკეთ დაგვანახა შენობის ფორმის განვითარების პერსპექტივა. კონცეპტუალური თვალსაზრისით, ნაგებობის ფორმისა და სტილის ისნპირაცია არის ქალაქ ფოთის პორტი, გემების შემადგენელი ტექნიკური ელემენტები კი გადმოტანილი და გამოყენებულია სამშენებლო, კონსტრუქციული დეტალების სახით : ფანჯრების ფორმა - ილუმინატორი, ამწეს საყრდენი კოსნტრუქციები - ნაგებობის უსაფრთხოების ზომების ელემენტი, რეგიონის ნესტიანი კლიმატიდან გამომდიანარე. ნაკვეთი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან : ინტერაქტიული წინა ეზო, ნაგებობა, მრავალფუნქციური შიდა ეზო. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ნაგებობათა ბლოკებისგან, რომლებიც სიმაღლესა და სიგრძეში რიტმული ზრდის მეშვეობით კრავს ქუჩაზე არსებული სხვა ქალაქის ბლოკების ციკლს და მისი ბოლო სართული, რომელზეც წარმოდგენილია კომერციული ფართი კაფე-ბარ "ფოთი ვერანდას" სახით (67კვ.მ. გადახურვით, 267 კვ.მ. გადახურვის გარეშე), წარმოადგენს ამ დინამიკის კულმინაციას. ბოლო ბლოკში საზოგადოებრივი კომერციული ფართის გარდა, წარმოდგენილია ასევე საოფისე სივრცეების ორი სართული. ოთხსართულიან, სამსართულიან და ორსართულიან ბლოკებში წარმოდგენილია 2 ტიპის (43კვ.მ. და 97 კვ.მ) საცხოვრებელი აპარტამენტები. ერთსართულიანი ნაგებობის ფართები(130 კვ.მ.) წარმოადგენს მოცემული მრავალფუნქციური კომპლექსის მამოძრავებელ კომერციულ ელემენტებს : აფთიაქი, ბანკი, მარკეტი, სპორტ.დარბაზი. ნაგებობის ღერძის ხაზის მიმართ იმეტრიული დიაგონალურობიდან გამომდინარე, შენობის ორივე ფრთა ბუნებრივად განათებულია დღის განმავლობაში. ასეთი წყობა ასევე ხელს უწყობს ვენტილაციის საკითხებს და მარტივს ხდის ტერიტორიაე არსებული ბლოკების დამაკავშირებელლი ხიდებზე სასურველი კლიმატური პირობების შენარჩუნებას. წინა ეზოს ტერიტორიაზე წარმოდგენილია ქალაქ ფოთისთვის დამახასიათებელი წყლის ცირკულაციის სისტემის ინტერპრეტირებული მინი-ვერსია, რომელიც ასრულებს არა მხოლოდ დეკორის, ასევე გამწვანების წყლით მომარაგების ფუნქციას. მსგავსი პრინციპი მოქმედებს საპროექტო ნაგებობის ორი ბლოკის შემაერთებელ გამწვანებულ ხიდზე, რომელსაც გააჩნია სოციალური აქტივობების, რეაკრეაციული, სარელაკსაციო ფუნქციები. ამით შენობის ეკოსისტემას ემატება კიდევ ერთი გამწვანების ფენა, გარდა მიწის ზედაპირზე შექმნილი ერთგვარი მინი-ოაზისისა. შენობის გადახურვაზე განლაგებულია მზის ფოტოვოლტაიკური ელემენტები, პანელების სისტემის სახით, რაც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას ნაკვეთზე, რომელიც დადებითად აისახება არა მხოლოდ ეკო ასპექტებზე, არამედ ფუნქციონირების ბიუჯეტურობასა და დეველოპერული თვალსაზრისით პროექტის მიმზიდველობაზე. მრავალფუნქციური კომპლექსი შესრულებულია ინდუსტრიულ სტილში, მდგრადი არქიტექტურის ელემენტებით. ფასადის თეთრი მოპირკეთება კავკასიური კირქვით, სახანძრო კიბეების მეტალის კონსტრუქციიაში ჩასმული სისტემა, ლიფტის უჯრედის მოპირკეთება სპეციალურად დამუშავებული ჟანგის ფირფიტებით ქმნის როგორც დახვეწილად კონტრასტულ გარმოს, ასევე სტილისთვის დამახასიათებელი ბრუტალური ხასიათის შეხამებას გამწვანების დეტალებთან.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია