ორგანიზატორები
Organizersჟიური 2026
დაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო ნამუშევრები
დაჯილდოების ცერემონია
საერთაშორისო კონკურსი - „არქიტექტურული პრემია“თავდაპირველად ჟურნალი „სტილის“, ხოლო მოგვიანებით „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციასთან“ ერთად ორგანიზატორობით - წელს მეოცედ ტარდება!
წელს, ჟურნალი „სტილი“ 26 წლის გახდა, „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია“ კი - 15 წლის.
კონკურსის ნომინაციებში წარმოდგენილ ორასამდე ნამუშევრიდან საუკეთესო პროექტები გამოვლინდა.
არქიტექტურული კონკურსი ჟურნალი «სტილის“ ორგანიზებით პირველად 2006 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება და 2006 წლიდან „არქიტექტურული პრემია“ ქმნის სივრცეს, სადაც არქიტექტურა, პროფესიული აზრი და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება.
ორი ათწლეულის განმავლობაში კონკურსი აერთიანებს სხვადასხვა თაობის არქიტექტორებს, დიზაინერებსა და პროფესიონალებს და თანმიმდევრულად აგრძელებს არქიტექტურული კულტურისა და პროფესიული დიალოგის მხარდაჭერას. 2006 – 2025 - ოცი წელი, ასახულია ერთ ისტორიაში, რომელიც აერთიანებს გასული წლების დაჯილდოების ცერემონიების ფრაგმენტებს - ადამიანებს, პროექტებს, შეხვედრებსა და მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებმაც „არქიტექტურულ პრემიის“ ისტორია ეტაპობრივად შექმნეს.
არქიტექტურა იცვლება. იდეები ვითარდება. თაობები ერთმანეთს ენაცვლება. პროფესიული მემკვიდრეობა კი გრძელდება.
2026 წელს, ამ ისტორიას ახალი თავი ემატება. საერთაშორისო კონკურსი ქალაქმშენებლობის, შენობების, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის და ინტერიერის დიზაინის სფეროს მოიცავს. კონკურსმა საქართველოშიც და საერთაშორისო სარბიელზეც, არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროსთან ასოცირებული კომპანიების საკმაო ინტერესი და აქტიური მხარდაჭერა გამოიწვია. ეს ყოველივე კი ინვესტორსა და არქიტექტორს შორის სრულყოფილ და წარმატებულ ალიანსს განაპირობებს. 2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო კონკურსში შემოსული იყო 4000-მდე არქიტექტურული ნამუშევარი. ჩვენი კონკურსის ისტორიის მანძილზე 100-მდე კომპანიამ დაგვიჭირა მხარი. დასაბამიდან დღემდე, ანუ 26 წლის მანძილზე - ჟურნალი „სტილის“ ერთგული მხარდამჭერი და 20 წლის მანძილზე «არქიტექტურული პრემიის» გენერალური სპონსორია:
ევროპის მასშტაბით, სამშენებლო საღებავების სფეროში, უმსხვილეს საწარმოეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და ლიდერი კომპანია «კაპაროლი».
კონკურსის სპონსორები არიან:
კომპანია რონიკო
რომელიც სამი ათწლეულია ოპტიკური ბაზრის ლიდერია ქვეყნის წამყვან ქალაქებში
კომპანია „ზოდი“
სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალები.ბუნებრივი ქვებისა და შიდა და გარე კარის ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში!
კომპანია „მაქს მარა“
1951 წელს დაარსებული იტალიურ მოდის სახლი, რომელიც თანამედროვე, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალის სიმბოლოდ იქცა. ბრენდის ფილოსოფია აერთიანებს მოდას, არქიტექტურასა და დიზაინს, განსაკუთრებული აქცენტით ქალის ინდივიდუალობასა და ძალაზე.
კომპანია „მონტე სალოტი“
პრემიუმ ავეჯის შოურუმი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ავეჯის დამზადება-ჩამოტანაზე. კომპანიის მთავარი კონცეფციაა ინდივიდუალური Custom Made პროექტების შესრულება.
კომპანია მოქაფ რუმი
იტალიური და გერმანული პრემიუმ სანტექნიკის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში. მოქაფ რუმი - სივრცე, სადაც დიზაინი პრიორიტეტია
კონკურსს მხარდაჭერას უცხადებს
კომპანია „ორიონი“.
ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი დეკორატიული სანათების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია. საქართველოში ორიონის ოფიციალური წარმომადგენელია „სინათლის სახლი ორიონი“.
ლანდშაფტის დიზაინის და საბაღე ცენტრის კომპანია - „გრინლენდი“
კომპანია „ვინოთელსი ღვინის ბუტიკი“
„ვინოთელსის“ ბრენდის ნიშანით წარმოდგენილია მეღვინეობა, რომელიც აერთიანებს, როგორც კახური, ასევე იმერული ღვინის სახეობების წარმოებას, კომპანიას აქვს საოცრად ლამაზი მარანი კახეთში და მრავალი გეგმა მეღვინეობის სფეროში.
მედია მხარდამჭერები
რადიო «ფორტუნა» და «ფორტუნა პლიუსი»
„ურბან მედია“
„ჰომიეს ჯი“
ჩვენი პროექტის ფოტო უზრუნველყოფას ახორციელებს
კომპანია „რაჭა მაუნთაინსი“
რიგით მეოცე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს - „არქიტექტურული პრემია 2026“-ს წელს განსაკუთრებული ჟიური ამშვენებს - ქართველ პროფესიონალებთან ერთად, არქიტექტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან - ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, მაროკო, ნიგერია, ბრაზილია, ყაზახეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი - რომლებიც თავიანთი საქმის დიდი ოსტატები არიან არქიტექტურაში, დიზაინში, ურბანიზმსა თუ საგანმანათლებლო სფეროში. უდიდესი მადლიერებით გვინდა მივმართოთ თითოეულ მათგანს. გმადლობთ, რომ სრულიად უანგაროდ და მეგობრულად გვერდში გვიდგახართ, გვიზიარებთ თქვენს ძვირფას დროს, ცოდნასა და უნიკალურ ხედვას „არქიტექტურული პრემია 2026“-ის ფარგლებში. თქვენი ეს მხარდაჭერა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. საკონკურსო ნამუშევრების შეფასება და საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება ასევე შეეძლო საზოგადოების თითოეულ წევრს. ამ შეფასებების შეჯერებით თითოულ ნომინაციაში საუკეთესო ობიექტები შეირჩა.
წელს, სტუდენტურ ნომინაციაში საკონკურსოდ ატვირთულ ნამუშევრებს შორის გამოვლინდა რამდენიმე ერთი და იგივე დანიშნულების ობიექტთა ჯგუფი, ამიტომ კონკურსის ორგკომიტეტმა, საკონკურსო პირობების შესაბამისად, ეს ობიექტებიგამოყო სამ ნომინაციად და მათი შეფასებაც დამოუკიდებლად მოხდა. ყველა საკონკურსო ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ კონკურსის ვებ გვერდზე, სადაც აფასებდნენ საკონკურსო პროექტებს ჩვენი საიტის მომხმარებლები და პროფესიული ჟიური.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები - რეალიზებული, სარეალიზაციო პროექტები და სტუდენტური ნამუშევრები - შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
2. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
3. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
4. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
5. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
6. ავეჯის დიზაინი (რეალიზებული)
7. სტუდენტური პროექტი
8. ქალაქგეგმარებითი სტუდენტური პროექტი
9. საზოგადოებრივი შენობის სტუდენტური პროექტი
10. არქიტექტურული პროექტი
11. ქალაქგეგმარებითი პროექტი
12. ლანდშაფტური არქიტექტურა
ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
• ფორმა;
• ფუნქცია;
• ინოვაცია;
• კონცეპტუალურობა;
• რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2026".
ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსების "არქიტექტურული პრემია"-ს ლაურეატებიც არიან.
საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის"არქიტექტურული პრემია 2026" ერთ-ერთი ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ.
"არქიტექტურული პრემია 2026"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, საკონკურსო ნამუშევრებიდან შეარჩია საუკეთესო პროექტები. პროფესიული ჟიურის წევრები – 10 ბალიანი სისტემით აფასებდნენ ობიექტებს.
საბოლოოდ თითოეულ ნომინაციაში შეირჩა ერთი, სამი და ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან განსაკუთრებულად აღინიშნა ერთერთი, ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი.
არქიტექტორთა ასოციაციამ დააწესა
ასოციაციის საპატიო ჯილდო. წელს უკვე მეცამეტედ, ქართული არქიტექტურის განვითარების და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეს ჯილდო გადაეცა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორს, ქალბატონ მარიამ ცაგარელს.
თავის რჩეულ ნომინანტს საჩუქარი გადასცა კონკურსის გენერალურმა სპონსორმა „კაპაროლი“. „არქიტექტურულ პრემია“ დაასაჩუქრა კომპანიამ „ვინოთელსი ღვინის ბუტიკი“. თავის რჩეულ ნომინანტებს საჩუქრები გადასცეს კონკურსის სპონსორმა კომპანებმა - „რონიკო“, „ზოდი“, „ორიონი“, „მონტე სალოტი“; „მაქს მარამ“, „მოქაფ რუმმა“, „გრინლენდიმ“
დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის შედეგების მიმოიხილვის შემდეგ, გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი - "არქიტექტურული პრემია 2027".
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და პრეზენტაციის ამსახველი მასალა გაშუქდა მასმედიაში, ვებ გვერდებზე: www.archiaward.com; სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/archigeorgia და იბეჭდება ჟურნალ "სტილში“ (#93).
საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალით დაინტერესების შემთხვევაში - მასში მონაწილეობის მისაღებად და მხარდაჭერისთვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:
თბილისი, 0171, ბერბუკის ქუჩა #3 ტელ: 593 42 74 73; E-mail: laghidze.n@gmail.com
PS. დეტალურად, ინფორმაციას საერთაშორისო კონკურსების და ჩვენი საქმიანობის შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე: www.archiaward.com; www.Archias.ge














