სტუდენტური პროექტი*
შეგრძნებების მუზეუმი_Mnemosyne
ფართობი: 6000 m2
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ნეიროარქიტექტურისა და ფენომენოლოგიის პრინციპებზე დაფუძნებული „მნემოსინი“ მუზეუმს განიხილავს არა როგორც ექსპონატების სტატიკურ არქივს, არამედ როგორც ცოცხალ, ექსპერიმენტულ ლანდშაფტს, სადაც თავად არქიტექტურა იქცევა გამოკვლევის მთავარ მედიუმად. პროექტი ვიზიტორს სთავაზობს ქორეოგრაფიულად განაწილებულ სივრცულ მოგზაურობას. ორგანული, ადაპტური გარსით შემოსილი შენობა არეგულირებს გარემო პირობებსა და სინათლეს, ხოლო კულმინაციას აღწევს მრავალსენსორულ დარბაზში, სადაც სინათლე, წყალი და ხმა ერთმანეთს ერწყმის. საბოლოოდ, „მნემოსინი“ ფიზიკურ შეგრძნებებს ღრმა ემოციად გარდაქმნის, რათა არქიტექტურა შეუმჩნევლად იქცეს მოგონებად.













