საქართველოს არქიტექტურის ეროვნული მუზეუმი

სტუდენტური პროექტი*
საქართველოს არქიტექტურის ეროვნული მუზეუმი

მდებარეობა: სოლოლაკი,ე.წ

საქართველოში არქიტექტურის ისტორიის, თანამედროვე პრაქტიკისა და პროფესიული მემკვიდრეობის წარმოჩენისთვის სპეციალიზებული საგამოფენო და საექსპოზიციო სივრცეების სიმცირე ქმნის მნიშვნელოვან კულტურულ და პროფესიულ საჭიროებას. სწორედ ამ პრობლემაზე პასუხად იქმნება საქართველოს არქიტექტურის ეროვნული მუზეუმი — სივრცე, რომლის მთავარი მიზანია არქიტექტურული მემკვიდრეობის, თანამედროვე არქიტექტურული აზროვნებისა და დიზაინის წარმოჩენა, კვლევა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდომა. პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციურ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც სოლოლაკში, „ლადოს ბაღის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და ისტორიულ ურბანულ გარემოში თანამედროვე კულტურული ცენტრის ფორმირებას ისახავს მიზნად. კომპლექსი აერთიანებს სამ ურთიერთდაკავშირებულ ნაგებობას, საგამოფენო, საზოგადოებრივ, ადმინისტრაციულ და რეკრეაციულ ფუნქციებს, რომლებიც ერთმანეთთან პანდუსების სისტემითა და მიწისქვეშა კავშირებითაა ინტეგრირებული. არქიტექტურული გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ორმხრივი კეცვადი ფასადის სისტემა. გახსნილ მდგომარეობაში მინის ზედაპირები ჩანაცვლებულია წყლის სარკეებით, რომლებიც ერთდროულად ქმნის დინამიკურ ვიზუალურ ეფექტს და ხელს უწყობს შენობის გაგრილებას. კეცვადი პანელების ერთი მხარე სარკისებური, ხოლო მეორე — მეტალის მოპირკეთებითაა გადაწყვეტილი, რაც შენობის აღქმას მუდმივად ცვლის და არქიტექტურულ მოცულობას ლანდშაფტთან ვიზუალურად აახლოებს. კომპლექსი მოიცავს მუდმივი და დროებითი ექსპოზიციების სივრცეებს, არქიტექტურული მაკეტებისა და ნახაზების საგამოფენო დარბაზებს, საზოგადოებრივ სივრცეებს, ადმინისტრაციულ ბლოკს, კაფესა და რეკრეაციულ ზონებს. მიწისქვეშა საგამოფენო სივრცეები ინტეგრირებულია ლანდშაფტში და ნაწილობრივ დაფარულია მიწისა და წყლის სარკეებით, რაც ამცირებს შენობის ვიზუალურ დატვირთვას და აძლიერებს მის კავშირს ისტორიულ გარემოსთან. ამრიგად, მუზეუმი განიხილება არა მხოლოდ როგორც ექსპოზიციისთვის განკუთვნილი შენობა, არამედ როგორც არქიტექტურული მემკვიდრეობის, თანამედროვე ტექნოლოგიების, საზოგადოებრივი ცხოვრების და ლანდშაფტის ერთიან სისტემად ჩამოყალიბებული კულტურული სივრცე.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია