მზის პავილიონი

ფართობი: 250 m2
სტუდენტური პროექტი*
მზის პავილიონი
ფართობი: 250 m2

მდებარეობა: ვაკის პარკი, თბილისი

მზის პავილიონი ვაკის პარკი, თბილისი | პორტულ-სარეაბილიტაციო სივრცე მდგრადი, კონტექსტური და ადაპტირებადი არქიტექტურის სინთეზი. იგი ჩაფიქრებულია არა მხოლოდ როგორც სტატიკური მოცულობა, არამედ როგორც თერაპიული ინსტრუმენტი ადამიანის ფსიქო-ემოციური გაჯანსაღებისა და პარკის საზოგადოებრივი ცხოვრების გასააქტიურებლად. იდეოლოგიური ბირთვი ეფუძნება მზის, როგორც ენერგიისა და სიცოცხლის პირველწყაროს, ინტერპრეტაციას. კომპოზიციის გულს წარმოადგენს მონუმენტური სფერო, რომელიც არღვევს სახურავის სიბრტყეს. მისი მისტიკური, ინტენსიური ნარინჯისფერი გამოსხივება მკვეთრ კონტრასტში შედის ექსტერიერის ცივ ბეტონთან. ეს მიზანმიმართული „ვიზუალური შოკი“ მომენტალურად ახდენს ადამიანის ემოციური მდგომარეობის სტიმულირებას, ხოლო პერფორირებული ფასადი ბუნებრივ შუქს ფილტრავს და იატაკზე დინამიკურ „ჩრდილების თეატრს“ ქმნის. მწვანე საფარის სრულად შესანარჩუნებლად, ფუნქციური პროგრამა ორ დამოუკიდებელ ბლოკად გაიყო. ამან შესაძლებელი გახადა არქიტექტურული მოცულობების ხეებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეებში ზუსტი ჩასმა, ნარგავების მოჭრის გარეშე. მთავარი მოცულობა აწეულია პოდიუმზე, რაც მინიმუმამდე დაყვანს ნიადაგზე ჩარევას და ინტერიერს ხეების გვირგვინების ხედობრივ დონეზე ათავსებს. ანსამბლი შედგება ორი განსხვავებული ტიპოლოგიისგან, რომლებიც ღია გადასასვლელით უკავშირდება ერთმანეთს: „კაფსულა“ (სტატიკური ბლოკი): მომრგვალებული, ფუტურისტული მოცულობა, რომლის ფორმა ინსპირირებულია კოსმოსური სადგურის მოდულის ავტონომიური ესთეტიკიდან. აქ განთავსებულია ინტროვერტული ფუნქციები (ადმინისტრაცია, გასახდელები). პავილიონი (დინამიკური ბლოკი): მართკუთხა, მსუბუქი, შემინული კონსტრუქცია აქტიური სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროცესებისთვის. დინამიკური ბლოკი დაპროექტებულია „ღია გეგმარების“ (Open Plan) პრინციპით. სტაციონარული ტიხრების არარსებობა სივრცის მარტივი რეპროფილების საშუალებას იძლევა გრძელვადიან პერსპექტივაში. მომავალში პავილიონი მარტივად ტრანსფორმირდება მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცედ ან სალექციო დარბაზად, სადაც ცენტრალური სფერო მძლავრ, მუდმივ არტ-ობიექტად იქცევა.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია