საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
საცხოვრებელი ინტერიერი
ავტორი: ნინო ჟღენტი
ფართობი: 75 m2
მდებარეობა: თბილისი, ბათუმის ქუჩა
თავისუფლად ფორმირებულ საცხოვრებელში თითოეული ნივთი აქცენტირებულია. ყოველი მონაკვეთი იპყრობს ყურადღებას, როგორც განსაკუთრებული მოვლენა. გეგმარების გადაწყვეტის ლაკონიზმი, დეტალებისადმი უნატიფესი დამოკიდებულებით კომპენსირდება. მათი ვიზუალიზაცია დიზაინის სტილის განმსაზღვრელი ხდება. ინტერიერი, თითქოს შიგნიდან ნათდება განსაკუთრებული, მისეული შუქით, რასაც ნატიფი დეტალების, აქსესუარების, ავტორის მიერ შექმნილი დეკორატიული კომპოზიციების, ბუნებრივი და ხელოვნური განათებების სინქრონი აღრმავებს და არა მხოლოდ. საცხოვრებელი ავტორის ხედვის, პროფესიონალიზმის სავიზიტო ბარათია. იგი, ცხოვრების კულტურის ერთ-ერთი მეტად მობილური ფორმაა, რომელიც მეტად ფაქიზად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე.











