ურბანული კლდე ბინაში, ქალაქის ცენტრში

ფართობი: 145 m2
საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
ურბანული კლდე ბინაში, ქალაქის ცენტრში
ფართობი: 145 m2

მდებარეობა: ვაკე, თბილისი, საქართველო

ბინა სართო ფართი არის 145 მ², რომელიც განკუთვნილია წყვილისა და მათი ორი შვილისთვის. ამოცანა იყო ფუნქციონალურობასა და ორიგინალურ დიზაინურ ხედვას შორის ბალანსის პოვნა. საცხოვრებელი ფართი მეექვსე სართულზე მდებარეობს და სრულიად გამორჩეულ არქიტექტურულ კონტექსტს ქმნის: დასავლეთ მხარეს ინტერიერში შემოდის ნატურალური კლდე, რომელიც დამუშავდა სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო ხსნარებითა და დამცავი ლაქით, რათა შეინარჩუნოს თავისი ავთენტური ტექსტურა და ამავდროულად არ წარმოქმნას მტვერი. ის ინტერიერში მოულოდნელ და გამორჩეულ აქცენტად იქცა. აღმოსავლეთ მხრიდან ბინაში შესვლა მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულიდან ხდება, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის ნატურალური კლდისა და ურბანული გარემოს შორის. ეს დაპირისპირება სივრცეს ენერგიასა და დინამიკას სძენს, ბინას კი გახდის დასამახსოვრებელსა და გამორჩეულს დიზაინის ამოცანა იყო ამ უჩვეულო გარემოებათა შეთავსებით მათი გადაქცევა სახლის მთავარ იდენტობის ნიშნად. ჭაღი: Slamp/Avia(Zaha Hadid) მაგიდა: Bontempi სკამები: Bontempi კერამიკული ფილები: Vitra, Fiandre სააბაზანო ინვენტარი: Geberit, Duravit, Hansgrohe სამზარეულოს ტექნიკა: Miele

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია