ჰიუგე_ ბინა მრავალფუნქციური კომპლექსში

ფართობი: 44 m2
საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
ჰიუგე_ ბინა მრავალფუნქციური კომპლექსში
ფართობი: 44 m2

მდებარეობა: ბაქო, აზერბაიჯანი

პროექტს ეწოდა „ჰიუგე”, რაც კონცეფციის განმსაზღვრელი მახასიათებელი იყო. მთავარი იდეა იყო შეგვექმნა მყუდრო და ფუნქციონალური სივრცე, პრაქტიკულად კედლების და ვიზუალური ხმაურის გარეშე, ახალგაზრდა სტუდენტისთვის საცხოვრებლად, მომავალში კი ბინის გაქირავების მიზნით. პროექტის მთავარი უპირატესობაა 5 მეტრიანი მანსარის ჭერი, ბევრი განათება და ულამაზესი ხედი კასპიის ზღვაზე. პროექტის საკმაოდ მოკრძალებული ზომებიდან გამომდინარე, ავტორმა გადაწყვიტა ეთამაშა კონტრასტებზე 1,30 დიამეტრის უზარმაზარი სანათურის შემოტანით პატარა მისაღები ოთახის ცენტრში,ჭერზე! პროექტის სტილი მყისიერად და ერთხმად შეთანხმდა - ჯაპანდი. ეს, დიზაინთა ალტერნატიული კომბინაციაა - იაპონური და სკანდინავიური სტილების სინთეზია. ორივე სიმარტივეზე, ბუნებრივ ელემენტებსა და კომფორტზე არიან ფოკუსირებულნი. ეს მიქსი საკმაოდ ახალი, თუმცა უკვე პოპულარული სინთეზია, რომელიც აერთიანებს ორ სრულიად განსხვავებულ კულტურას და აჩვენებს მათ ესთეტიკურ ნათესაობას. ყოველივე ამის შემდეგ, „ჰიუგე" არის ჯაპანდის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ ის უფრო რბილი, მყუდრო და სულიერია. ტრავერტინის ყავის მაგიდა, ხის არტობიექტი ოთახის კუთხეში და გამჭვირვალე ტიხარი, რომელიც იაპონურ შოჯს მოგაგონებთ, დიზაინერის ორიგინალური ნახატების მიხედვით შეიქმნა.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია