საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
ინტერიერის რეკონსტრუქციის პროექტი
ფართობი: 160 m2
მდებარეობა: ქალაქი სიღნაღი, საქართველო
სარეკონსტრუქციო საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქალაქ სიღნაღში.სახლი საუკუნეზე მეტის ითვლის , რაზეც მოწმობს ინტერიერში შენარჩუნებული ისტორიული ქართული აგურის კედელი. დამკვეთის მოთხოვნით, წინაპრების საცხოვრებელ სახლში შემოვიტანეთ თანამედროვე ინტერიერის ელემენტები და ასევე შევინარჩუნეთ ავთენტური. ბინა სამოთახიანია, შესვლა ხდება შუშაბანდში საიდანაც განაწილება ხდება საძინებელსა და საერთო ოთახში. ბინას აქვს ასვე სველი წერტილი/სააბაზანო და შიდა ეზო, სადაც მოხვედრა შესაძლებელია ყველა ოთახიდან. სახლი მიდგმულია კლდეზე და პროექტირებისას საშუალება მოგვეცა მისი ინტეგრირების, აბაზანის ინტერიერში.