მდებარეობა: თბილისი, ბაგები, კუს ტბის მიმდებარედ
სახლს სამდონიანი ტერასა აქვს, არაჩვეულებრივი ხედებთ როგორც ქალაქზე, ასევე ეთნოგრაფიულ მუზეუმზე. ყოველ მხრივ საუკეთესო მოცემულობაში დიზაინერის წილი მხოლოდ ფუნქციური და ესთეტიური გამართვა იყო. ბინას უნდა დაეკმაყოფილებინა ახალგაზრდა, ოთხწევრიანი ოჯახის საჭიროებები, ესთეტიკა და კომფორტი. საბოლოოდ ძალიან მსუბუქი, სასიამოვნო, თანამედროვე და ფუნქციური სივრცე მივიღეთ. პროექტის 50% წინასწარ შერჩეული მასალების შესაბამისად დაიგეგმა, მთავარი გამოწვევა დარჩენილი 50 % ნივთების, მასალების და ავეჯის მოძიება იყო. ავეჯის ნაწილი კი, ექსკლუზიური დიზაინით, ადგილობრივი ხელოსნების დახმარებით შეიქმნა. დუპლექსის სრული ფართი 500 მ2, აქედან ნახევარი, როგორც ზემოთ ავღნიშნე მრავალდონიან ტერასებზეა თავმოყრილი.
















